უკან განაღდება
სანამ თანხას გაანაღდებდეთ, დაფიქრდით:
- კერკეტით თითქმის ნებისმიერი გადახდის შესრულება შეგიძლიათ;
- კერკეტით ფულის გადაგზავნა შეგიძლიათ ნებისმიერ პირთან, მის მობილურზე.
თუ მაინც განაღდება გირჩევნიათ, მიაკითხეთ კერკეტის ფინანსურ აგენტს:
- საძიებელში ან რუკაზე მოძებნეთ და მიაკითხეთ თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფ კერკეტის ფინანსურ აგენტს. თუ დოლარის ან ევროს განაღდება გსურთ, მოძებნეთ შესაბამისი სერვისის მომწოდებელი აგენტი;
- აუცილებლად თან უნდა იქონიოთ მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა ან პასპორტი და უშუალოდ თქვენ მიხვიდეთ ფულის გასანაღდებლად. სხვანაირად ფინანსური აგენტი თანხის განაღდებას ვერ შეძლებს;
- ფინანსური აგენტი მოგთხოვთ მობილურის ნომერს და პირადობის მოწმობას;
- მობილური ტელეფონით ან კომპიუტერით შეასრულებს ტრანზაქციას;
- 91122-სგან მიიღებთ SMS-შეტყობინებას. შეამოწმეთ, სწორად არის თუ არა მითითებული გასანაღდებელი თანხა და დაადასტურეთ ტრანზაქცია;
- აგენტი გადმოგცემთ გასანაღდებელ თანხას
განაღდების შედარებით მკაცრი პირობები თქვენივე თანხების დაცულობისთვის არის აუცილებელი – ვინმე უცხო პირმა რომ თქვენი საფულიდან თანხის გამოტანა ვერ შეძლოს.