sms
კერკეტი > ქსელი > გახდით კერკეტის პარტნიორი
უკან

გახდით კერკეტის პარტნიორი

კერკეტთან პარტნიორობის რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს:

  • კერკეტის მერჩანტი - თუ მაღაზიის ან მომსახურების ობიექტის წარმომადგენელი ხართ, დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ კერკეტით გადახდების მიღება. გადახდების მიღება მარტივი დასაწყებია — არ ითხოვს განსაკუთრებულ კაპიტალდაბანდებას ან ტექნიკურ მომზადებას.
  • კერკეტის ინტერნეტ-მერჩანტი – თუ მართავთ ვებ-გვერდს რომელზეც საქონელი ან მომსახურება იყიდება, მარტივად შეგიძლიათ კერკეტის გადახდების ინტეგრირება თქვენს საიტზე. კერკეტის გადახდის ღილაკზე დაჭერით თქვენი მომხმარებელი წამებში შეძლებს გადახდას მისი მობილური საფულიდან.
  • კერკეტის აგენტი - შეგიძლიათ გაუწიოთ კერკეტის კლიენტებს საფულის შევსების და განაღდების მომსახურება, აგრეთვე კერკეტის სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურება. ყველა ამ მომსახურებიდან მიიღებთ საკომისიოს. კერკეტის აგენტები როგორც წესი უკვე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არიან, თუმცა შეიძლება სხვა ტიპის მეწარმეც იყოს, განსაკუთრებით სოფლად.
  • ფინანსურ დაწესებულებებს (ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სადაზღვევო კომპანიებს) კერკეტის მეშვეობით შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაუმარტივონ საკუთარ კლიენტებს რეგულარული ფულადი შენატანების გაკეთება. მნიშვნელოვანია რომ კერკეტი არის მულტისავალუტო საფულე, რაც USD და EUR-დენომინირებული ანგარიშსწორების საშუალებასაც იძლევა. კერკეტს აქვს მრავალი სხვა სპეციფიკური შემოთავაზება ფინანსური დაწესებულებებისთვის, რის თაობაზეც ყოველთვის მზად ვართ გაგესაუბროთ.

როგორი ტიპის პარტნიორობაც არ უნდა გაინტერესებდეთ, დაგვიკავშირდით:

კერკეტის ქსელის განვითარების განყოფილება

ტელეფონი: (032) 220-3434

ელ-ფოსტა: network@kerketi.ge

 

კომენტარები