sms
კერკეტი > სასარგებლო ბმულები > კერკეტის უსაფრთხოება
უკან

კერკეტის უსაფრთხოება

კერკეტის უსაფრთხოებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. სისტემა არანაკლებ უსაფრთხოა ვიდრე გადახდების სხვა მეთოდები რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ.

  • კერკეტის ოპერატორი კომპანია “მობაილ ფაინენს სერვის ჯორჯია” რეგისტრირებულია და მკაცრად რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ “საგადახდო სისტემების შესახებ კანონის” მოთხოვნების შესაბამისად;
  • ნებისმიერ მომენტში, კერკეტის  ყველა საფულეზე არსებული თანხების ჯამური ექვივალენტი ინახება ქართულ ბანკებში, სპეციალურ ანგარიშებზე. ამ თანხების დაკარგვა ან არამიზნობრივი გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელია;
  • კერკეტის გამოყენება გაცილებით უფრო უსაფრთხოა ვიდრე ნაღდი ფულის გამოყენება.  კერკეტზე არსებული თანხა ვერსად დაიკარგება, მას ვერავინ მოგპარავთ ან წაგართმევთ.
  • საფულე შეიძლება დაკარგოთ – კერკეტის საფულის დაკარგვა კი შეუძლებელია. თუკი დაკარგეთ ან მოგპარეს ტელეფონი (sim-ბარათი) რომელზეც კერკეტი გაქვთ რეგისტრირებული, თქვენი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვისთვის მაინც pin-კოდის ცოდნაა საჭირო. თუკი თქვენმა არაკეთილმოსურნემ pin-კოდიც შეიტყო, ანგარიშიდან თანხის გამოტანას მაინც ვერ შეძლებს, ვინაიდან თანხის განაღდებისთვის პიროვნული იდენტიფიკაციაა აუცილებელი.  თუკი მოახერხა და სხვა ნომერზე გადარიცხა თანხა, იქიდანაც პიროვნული იდენტიფიკაციის გარეშე ფულის განაღდებას ვერ შეძლებს.
  • ტელეფონის მოპარვის შემთხვევაში, როგორც წესი, ბოროტმოქმედი მას თიშავს ხოლო sim-ბარათს აგდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში (ჩართული ტელეფონი ან sim-ბარათი) შესაძლებელი ხდება სამართალდამცავების მიერ მისი ფიზიკური ადგილსამყოფელის დადგენა. ასე რომ, თქვენი კერკეტის ბოროტად გამოყენების ალაბათობა ძალიან დაბალია.
  • საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს რომ იმის გაცნობიერებას რომ საფულე (და მასში შენახული ნაღდი ფული და პლასტიკური ბარათები) დაკარგულია, ადამიანი საშუალოდ რამდენიმე საათს ანდომებს. ტელეფონის დაკარგვას კი, როგორც წესი, 1-2 საათში ხვდება.  ასეთ შემთხვევაში თქვენი კერკეტის ანგარიშის დაბლოკვას მომენტალურად შეძლებთ როგორც ამ ვებ-გვერდიდან, ისე ჩვენს ოპერატორთან დარეკვით. ამგვარად, შეიძლება ითქვას რომ კერკეტი გარკვეული თვალსაზრისით უფრო დაცულიც კი არის ვიდრე პლასტიკური ბარათი.

თქვენი კერკეტის უსაფრთხოების კიდევ უფრო გასაზრდელად მნიშვნელოვანია შემდეგი წესების დაცვა:

  • თუ იყენებთ SMS-ბრძანებებს რომლებშიც თქვენი პინ-კოდია მითითებული, ყოველთვის წაშალეთ ასეთი SMS-ები გაგზავნილების სიიდან. 
  • რეგულარულად გამოცვალეთ თქვენი პინ-კოდი.
  • Java- ან Smart- აპლიკაციით სარგებლობისას პინ-კოდის დამახსოვრება ტელეფონში არ ხდება, შესაბამისად, ამ აპლიკაციებით სარგებლობა უფრო უსაფრთხოა.
  • თუკი თქვენ ტელეფონს აქვს Java-მხარდაჭერა (რომელიც საქართველოში ტელეფონების 60-70%-ს აქვს) ჩამოქაჩეთ კერკეტის Java-აპლიკაცია, რითაც კერკეტის გამოყენებას უფრო მოსახერხებელს და უსაფრთხოს გახდით. 
  • თუკი გაქვთ სმარტფონი (Android, IPhone, Windows Mobile, Blackberry), უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სპეციალურ აპლიკაციას. მანამდე გთხოვთ გამოიყენოთ SMS-ბრძანებები, ზემოაღნიშნული წესების დაცვით.

  

 

კომენტარები