sms
კერკეტი > სერვისები > საერთაშორისო გზავნილების მიღება
უკან

საერთაშორისო გზავნილების მიღება

თუკი ახლობლები უცხოეთიდან გიგზავნიან თანხებს, შეგიძლიათ მათი მიღება მომენტალურად, პირდაპირ თქვენს მობილურზე - კერკეტის საფულეზე.

თუ უცხოეთში ცხოვრობთ და საქართველოში ფულის გამოგზავნა გიწევთ ხოლმე, მიმღებს თანხის მიღება პირდაპირ მობილურზე შეუძლია. შეატყობინეთ მათ ამ შესაძლებლობის შესახებ.

თანხის მიღება შესაძლებელია როგორც დოლარში, ისე ევროში. საჭიროების შემთხვევაში მომენტალურად არის შესაძლებელი მობილურზე მიღებული ვალუტის გადაცვლა ლარებზე და საჭირო გადახდის განხორციელება პირდაპირ მობილური ტელეფონიდან.

კერკეტი დაკავშირებულია საერთაშორისო გზავნილების სისტემების უმეტესობასთან (მათ შორის Western Union, MoneyGram, Unistream, და სხვა). პარტნიორი სისტემების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

თანხის მისაღებად საჭიროა მიმღებს ჩვენთან გავლილი ჰქონდეს პირველადი რეგისტრაცია (ძალიან ადვილია, ხდება sms-ით, 2 წუთი უნდა) და იცოდეს გზავნილის უნიკალური ნომერი.

გზავნილის მიღება უფასოა და შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ქსელის ნებისმიერ მობილურ ტელეფონზე.

ქვემოთ მოცემულია გზავნილის მიღების ინსტრუქცია. 



SMS-ბრძანება (იგზავნება ნომერზე 91122):

RK , გზავნილის უნიკალური კოდი , თანხა , ვალუტა , PIN-კოდი

მაგალითები:
  • rk,xxxxxxxxxx,200,USD,1234
  • rk,xxxxxxxxxxxx,250,EUR,1234
ვალუტის კოდები:
  • ლარი - GEL
  • აშშ დოლარი - USD
  • ევრო - EUR


 

კომენტარები