sms
კერკეტი > სერვისები > გადახდები > საქონლის და მომსახურების შეძენა
უკან

საქონლის და მომსახურების შეძენა

კერკეტის მეშვეობით შეგიძლიათ გადაიხადოთ ვაჭრობის ან მომსახურების ობიექტებში (მაღაზიებში, აფთიაქებში, კაფეებში, სილამაზის სალონებში, ტრანსპორტში, ბენზინგასამართ სადგურებში, და ა.შ.) – ყველგან, სადაც კი კერკეტის ლოგოს შეამჩნევთ.

კერკეტით გადახდის მიმღები ფიზიკური ობიექტების (“მერჩანტების”) ქსელი დღითიდღე იზრდება და რამდენიმე თვეში საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. გარდა ამისა, იზრდება ინტერნეტ-საიტების რაოდენობა სადაც კერკეტით შეგიძლიათ ნივთების ან მომსახურების შეძენა.

კერკეტით გადახდის შემთხვევაში ბევრი “მერჩანტი” სეზონურ ან და მუდმივ ფასდაკლებას გთავაზობთ. აგრეთვე, ბევრი მერჩანტი ჩართულია კერკეტის სასაჩუქრე კუპონის სერვისში — ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ შექმნათ მობილური სასაჩუქრე კუპონი და მობილურზე გაუგზავნოთ ახლობელს, ის კი შეძლებს კუპონის განაღდებას მის სასურველ პრესტიჟულ მაღაზიაში.  მიმდინარე ფასდაკლებების და სასაჩუქრე კუპონების შესახებ ინფორმაცია მოცემულია აქ. გარდა ამისა, თუკი სადმე რეგულარულად კერკეტით იხდით, “მერჩანტმა” შეიძლება სპეციალურად თქვენთვის ექსკლუზიური შემოთავაზება მოიფიქროს, რის შესახებაც sms-ით შეგატყობინებთ, თუკი ამის სურვილი რეგისტრაციის დროს გამოთქვით.

თუკი ხართ რომელიმე ბანკის კლიენტი და სარგებლობთ პლასტიკური ბარათით ან/და ინტერნეტ-ბანკით, კერკეტით გადახდა მაინც ძალიან მოსახერხებელი მოგეჩვენებათ იქ სადაც არ აქვთ პლასტიკური ბარათის ტერმინალი და არ არის ბანკომატი. აღარ დაგჭირდებათ სადმე გამგზავრებისას ნაღდი ფულის მომარაგება – უბრალოდ დარწმუნდით რომ კერკეტის საფულეში საკმარისი თანხა გაქვთ.  კერკეტის საფულის შევსებას კი ყოველთვის ადვილად შეძლებთ აგენტთან, გადახდის აპარატში ან ინტერნეტ-ბანკის გამოყენებით.

მერჩანტებთან გადახდის ინსტრუქციები მოცემულია ქვემოთ.



ბრძანება:

K , მერჩანტის 6-ნიშნა ნომერი , თანხა , PIN-კოდი

ან

K , მერჩანტის 6-ნიშნა ნომერი , თანხა , ვალუტა * , PIN-კოდი , დეტალები **

* ლარებში გადახდისას, ვალუტის მითითება არ არის საჭირო.

** შენაძენის დეტალები, მაგალითად საქონლის ან სერვისის დასახელება

მაგალითები:
  • k,xxxxxx,49.99,1234
  • k,xxxxxx,20,1234,meekvse magidis darezerveba
ვალუტის კოდები:
  • ლარი - GEL
  • აშშ დოლარი - USD
  • ევრო - EUR


 

კომენტარები