sms
კერკეტი > სერვისები > განაღდება
უკან

განაღდება

სანამ თანხას გაანაღდებდეთ, დაფიქრდით:

  • კერკეტით თითქმის ნებისმიერი გადახდის შესრულება შეგიძლიათ;
  • კერკეტით ფულის გადაგზავნა შეგიძლიათ ნებისმიერ პირთან, მის მობილურზე.

თუ მაინც განაღდება გირჩევნიათ, მიაკითხეთ კერკეტის ფინანსურ აგენტს:

  • საძიებელში ან რუკაზე მოძებნეთ და მიაკითხეთ თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფ კერკეტის ფინანსურ აგენტს. თუ დოლარის ან ევროს განაღდება გსურთ, მოძებნეთ შესაბამისი სერვისის მომწოდებელი აგენტი;
  • აუცილებლად თან უნდა იქონიოთ მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა ან პასპორტი და უშუალოდ თქვენ მიხვიდეთ ფულის გასანაღდებლად. სხვანაირად ფინანსური აგენტი თანხის განაღდებას ვერ შეძლებს;
  • ფინანსური აგენტი მოგთხოვთ მობილურის ნომერს და პირადობის მოწმობას;
  • მობილური ტელეფონით ან კომპიუტერით შეასრულებს ტრანზაქციას;
  • 91122-სგან მიიღებთ SMS-შეტყობინებას. შეამოწმეთ, სწორად არის თუ არა მითითებული გასანაღდებელი თანხა და დაადასტურეთ ტრანზაქცია;
  • აგენტი გადმოგცემთ გასანაღდებელ თანხას

განაღდების შედარებით მკაცრი პირობები თქვენივე თანხების დაცულობისთვის არის აუცილებელი – ვინმე უცხო პირმა რომ თქვენი საფულიდან თანხის გამოტანა ვერ შეძლოს.

 

კომენტარები