კერკეტის ფინანსური აგენტები, როგორც წესი, არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ვალუტის გადაცვლის პუნქტები. თუ სადმე ახლოს გეგულებათ ასეთი პუნქტი, დიდი ალბათობით იქ კერკეტის შევსების მომსახურებას გაგიწევენ. მიაქციეთ ყურადღება ჩვენს ლოგოს შესასვლელში.
აგენტებთან საფულის შევსება უფასოა
სავალუტო საფულის შევსება ყველა აგენტთან არ არის შესაძლებელი
თქვენთან უახლოესი აგენტი შეგიძლიათ იპოვოთ ამ რუკაზე ან საძიებელში.
საფულის შესავსებად:
შეატყობინეთ აგენტს თქვენი მობილურის ნომერი
გადაეცით თანხა, რომლის შეტანაც გსურთ საფულეში
აგენტი მობილური ტელეფონით ან კომპიუტერის მეშვეობით შეასრულებს თანხის შევსების ოპერაციას
რამდენიმე წამში მოგივათ საფულის შევსების დამადასტურებელი SMS გზავნილი
კერკეტის შევსება შესაძლებელია თქვენი საბანკო ანგარიშიდან, თუკი თქვენი ბანკი ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. დღეისთვის ეს შესაძლებელია შემდეგი ბანკების ანგარიშებიდან:
თქვენი საფულის შევსება ყოველთვის შეიძლება კერკეტის სხვა მომხმარებლის მიერ გაკეთებული ჩარიცხვით ("დაკერკეტებით").
გამომგზავნმა მხოლოდ თქვენი მობილურის ნომერი უნდა იცოდეს. თუ გამომგზავნი ჯერ არ არის ჩართული კერკეტში, მან მხოლოდ მარტივი პირველადი რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შეავსოს მობილური საფულე და გამოგიგზავნოთ ფული („დაგიკერკეტოთ“).
თუკი გამომგზავნი ჯერ არ არის კერკეტის მომხმარებელი:
აუხსენით გამომგზავნს თუ როგორ გაიაროს პირველადი რეგისტრაცია, შეავსოს კერკეტის ბალანსი და "დაგიკერკეტოთ" ფული (ან სთხოვეთ დაგვირეკოს 032-22-91122-ზე და ჩვენ ავუხსნით)
თუკი ახლობლები უცხოეთიდან გიგზავნიან თანხებს, შეგიძლიათ მათი მიღება მომენტალურად, პირდაპირ თქვენს მობილურზე - კერკეტის საფულეზე. თანხის მიღება შეგიძლიათ როგორც დოლარში, ისე ევროში. საჭიროების შემთხვევაში მომენტალურად შეგიძლიათ ვალუტის გადაცვლა ლარებზე და თქვენთვის საჭირო გადახდის განხორციელება.