sms
კერკეტი > სიახლეები > პარტნიორობის გამოცხადება
უკან

პარტნიორობის გამოცხადება

2011-12-27

თბილისი, 2011, 24 ოქტომბერი – ს.ს. “მობაილ ფაინენს ევრაზიამ” (“MFE”), მობილური ფინანსების ოპერატორმა, გაავრცელა განცხადება გადაწყვეტილების შესახებ აირჩიოს მის ტექნოლოგიურ პარტნიორად მობილური ფინანსების პლატფორმის პროვაიდერი კომპანია Utiba.

“ეს გადაწყვეტილება დაახლოებით ერთწლიანი შერჩევის პროცესის შედეგია, რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. მოხარული ვართ ამ თანამშრომლობის დაწყებით, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ბოლო თაობის მობილური ფინანსების მომსახურება” – ბრძანა MFE-ს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლოლაძემ.

Utiba-ს m-Commerce პლატფორმა დაედება საფუძვლად MFE-ის მოქნილ მობილურ საფულეს, რომელიც იმუშავებს ყველა მობილური ოპერატორის ქსელზე და პრაქტიკულად ყველა მობილური ტელეფონის მოდელზე. “საქმიანობის ლიცენზია და მსოფლიო კლასის ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას მივაწოდოთ მომხმარებლებს ფინანსური დაკავშირებულობის განსაკუთრებული გამოცდილება”. MFE-ს სერვისი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს განახორციელონ ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, შეავსონ მობილურის ბალანსი, გადაიხადონ მერჩანტებთან და მიიღონ მრავალი სხვა თანამედროვე მომსახურება მობილური ტელეფონის მეშვეობით.