sms
კერკეტი > სიახლეები > მობილური საფულე კერკეტი: ბეტა-გაშვება
უკან

მობილური საფულე კერკეტი: ბეტა-გაშვება

2013-08-01

სს მობაილ ფაინენს სერვისის ჯორჯია (MFSG) აცხადებს საგადახდო სისტემა (“მობილური საფულის”) კერკეტის ბეტა-გაშვებას. დღეიდან რეგულარულად მოხდება ელექტრონული ფულის გამოშვება, სისტემის ყველა სერვისი იმუშავებს შეზღუდულ რეჟიმში, მენეჯმენტის მკაცრი მეთვალყურეობის პირობებში. სისტემის სრულ კომერციულ გაშვებამდე 2013 წლის შემოდგომაზე, MFSG ყურადღებით დააკვირდება სისტემის ფუნქციონირებას და აქტიურად იმუშავებს სისტემის ქსელის (ფინანსური აგენტები, მერჩანტები, და ა.შ.) განვითარებაზე ქვეყნის მასშტაბით.

კერკეტი ოპერირებს საქართველოს სამივე GSM ქსელში, ნებისმიერი მოდელის მობილურ ტელეფონზე (SMS და Java არხების მეშვეობით).  კერკეტის ძირითადი სერვისები აგრეთვე ხელმისაწვდომია სამენოვანი www.kerketi.ge ვებსაიტიდან, ხოლო მალე – ფეისბუკიდანაც.

დღეისთვის კერკეტის ხელმისაწვდომი სერვისებია: მობილურიდან მობილურზე (p2p) ფულის გადარიცხვა, კომუნალური და მსგავსი გადასახადების გადახდა (100-მდე ძირითადი ბილერი), გადახდები მერჩანტებთან (სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში და ინტერნეტში), საერთაშორისო გზავნილების მიღება (30-მდე ძირითადი სისტემა), მობილური სასაჩუქრე კუპონები, საფულის შევსება (3,000-მდე ფიზიკური წერტილი, პლასტიკური ბარათები) და განაღდება (შეზღუდული რაოდენობის პუნქტში), ასევე ბალანსის, ბოლო ტრანზაქციების და კომუნალური დავალიანების საინფორმაციო მომსახურება.

გამოიყენეთ კერკეტი - თქვენი მობილური საფულე!