უკან მიიღეთ გადახდები კერკეტით
კერკეტით გადახდების მიღება ყველას შეუძლია. 1 დღეში შეგიძლიათ მიიღოთ კერკეტის მერჩანტის ნომერი, შეატყობინოთ ის თქვენს მომხმარებლებს და დაიწყოთ მობილური გადახდების მიღება.
კერკეტით გადახდების მიღება ყველას შეუძლია – დიდ კომერციულ ქსელებს, მცირე ბიზნესებს, ინტერნეტ-საიტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს
რა უპირატესობა აქვს თქვენთვის მობილურ გადახდებს?
- ახალი მომხმარებლები და გაზრდილი გადახდები - თუკი ადამიანი ჩართულია კერკეტში, ის მეტს გადაიხდის თქვენთან და ნაკლებს თქვენს კონკურენტთან, რომელიც ჯერ არ იღებს გადახდებს კერკეტით
- არსებული მომხმარებლების გაზრდილი გადახდები და ლოიალობა – შეძლებთ სპეციალური აქციების მოწყობას საგანგებოდ თქვენი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ხმას მიაწვდენთ კერკეტის მეშევეობით – ჩვენი ვებ-გვერდიდან და მოკლე შეტყობინებებით
- მომხმარებლის გაზრდილი გადახდისუნარიანობა – თუ მომხმარებელს უნდა თქვენთვის გადახდა მაგრამ არ აქვს საკმარისი თანხა, შეუძლია მომენტალურად ფულის მიღება მობილურზე – ახლობლისგან მობილური ან საბარათე ჩარიცხვით. ნაკლებად მოგიწევთ საქონლის “გადადება” ან “ნისიად” გაყიდვა.
- მომხმარებლის მაღალი კომფორტი – მომხმარებელს შეუძლია თქვენთვის გადახდა სადაც არ უნდა იყოთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის სახლიდან გაუსვლელად
- თქვენი და მომხმარებლების გაზრდილი დაცულობა – ნაღდი ფულის მნიშვნელოვნად შემცირებული ბრუნვა
მეტი ინფორმაციისთვის ან კერკეტში ჩასართავად დაგვიკავშირდით:
კერკეტის ქსელის განვითარების განყოფილება
ტელეფონი: (032) 220 3434
ელ-ფოსტა: network@kerketi.ge