sms
კერკეტი > ქსელი > ინტერნეტ-მერჩანტები
უკან

ინტერნეტ-მერჩანტები

ნებისმიერ კომპანიას ან ორგანიზაციას რომელიც ინტერნეტით იღებს გადახდებს, მარტივად შეუძლია კერკეტი გამოიყენოს როგორც გადახდის მიღების არხი.  კომპანიის ვებსაიტზე გაჩნდება კერკეტის გადახდის ნიშანი, რომელზე დაწკაპუნებისას კერკეტის ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს რამდენიმე წამში ფულის გადახდას.

მომხმარებლებისთვის:

  • თუ რომელიმე საიტზე ხედავთ კერკეტის გადახდის ნიშანს, დააწკაპუნეთ მასზე.
  • გადახვალთ ჩვენს გადახდის გვერდზე, სადაც ავტორიზაციის (მობილურის და PINის შეყვანის) შემდეგ მოგივათ ერთჯერადი sms კოდი.
  • შეიყვანეთ კოდი, თანხა და საქონლის/მომსახურები დასახელება ფორმაში და დაადასტურეთ გადახდა.
  • მომენტალურად მიიღებთ გადახდის დამადასტურებელ sms-შეტყობინებას. სულ ეს არის!

ინტერნეტ-საიტების მენეჯერებისთვის:

კერკეტის გადახდის ნიშნის თქვენს საიტზე გამოსაჩენად:

  1. უნდა დარეგისტრირდეთ როგორც ჩვენი მერჩანტი და მიიღოთ კერკეტის 6-ნიშნა ნომერი (რეგისტრაციისთვის დაგვირეკეთ (032)220-3434-ზე)
  2. შეიყვანეთ თქვენი 6-ნიშნა ნომერი ქვემოთ ფორმაში და დააგენერირეთ ვებ-სკრიპტი
  3. ჩასვით მიღებული ვებ-სკრიპტი თქვენს ვებსაიტზე, სასურველ ადგილას
  4. Voila! თქვენს მომხმარებლებს შეუძლიათ კერკეტით გადახდა!

ამ საძიებელში შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტ-საიტები რომლებზეც დღეს შესაძლებელია კერკეტით გადახდა. საძიებო სისტემაში მონიშნეთ ფილტრი “ინტერნეტი” და დააჭირეთ ძიების ღილაკს.
 

კომენტარები