sms
კერკეტი > ვაკანსიები > Java დეველოპერები
უკან

Java დეველოპერები

.
ადგილი: თბილისი
სამუშაო: Java პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა
გრაფიკი: მოქნილი. შესაძლებელია როგორც ფრილანს კონტრაქტი, ისე სრული ან ნახევარი განაკვეთით დასაქმება
ანაზღაურება: 1000-4000 ლარი, გამოცდილების და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად
მოთხოვნები: სასურველი ტექნიკური გამოცდილება/ცოდნა:

  • Java დეველოპმენტი
    • Java EE
    • Spring MVC
    • Hibernate ORM
    • Java Persistence API
    • Apache Maven
    • Apache Tomcat 
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (MySQL…) მუშაობის გამოცდილება
  • Front-end ტექნოლოგიები: Angular, React, Java for Android
  • B2B ინტეგრაციები: Middleware programming, REST, SOAP API, XML, Web Services, WSDL 
  • სხვადასხვა კომერციული (განსაკუთრებით, ფინანსური ან/და საკომუნიკაციო) IT სისტემების ინტეგრაცია – პროტოკოლები, ტექნოლოგიები, მეთოდები, უსაფრთხოება 
  • საქართველოს ფინანსური სექტორის ეკოსისტემის ცოდნა
  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში (სასურველია ფინანსურ ან საკომუნიკაციო სექტორში) რამდენიმეწლიანი გამოცდილება

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:

  • მიზანსწრაფულობა: დასახული მიზნების მიღწევაზე უკომპრომისო კონცენტრაციის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია: IT ტექნოლოგიების/ტერმინოლოგიის არმცოდნე პირებთან მწყობრი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი: დავალებების მიღების, ტექნიკური ალტერნატივების განხილვის, პრობლემების აღმოფხვრის, სამუშაოს ჩაბარების პროცესში;
  • ორგანიზებულობა: პრიორიტეტების დადგენის და დასახული ამოცანების დამოუკიდებლად, სწრაფად შესრულების უნარი; შესრულებული სამუშაოს ზედმიწევნით დოკუმენტირების უნარი;
  • პროაქტიურობა: სწავლაზე და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებაზე ორიენტაცია, კომპანიის IT გარემოს და პროდუქტების გაუმჯობესებაზე პროაქტიური ზრუნვა

სხვა პირობები:

  • განათლება:  უმაღლესი განათლება მათემატიკაში, ფიზიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, ან სხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინაში
  • გამოცდილება: რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება IT განხრით, ან/და დამოუკიდებლად განხორციელებული მნიშვნელოვანი IT პროექტების პორტფელი.
  • ენები: ქართულთან ერთად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის საჭიროების გამო.
აპლიკაცია:
  • გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@kerketi.ge-ზე.
  • წერილის სათაურში მიუთითეთ Java
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
  • ჩვენ მკაცრად ვიცავთ დასაქმებაში თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას
ბოლო ვადა: 16 დეკემბერი. ადრე მიღებულ განაცხადებს მიენიჭებათ უპირატესობა
 

კომენტარები