→ 2. გადახდის მოთხოვნის დადასტურება ან უარყოფა
კერკეტში გადახდის ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც გადამხდელი ისე მიმღები მხარეც (მაგალითად, კერკეტის აგენტი - საფულიდან თანხის განაღდებისას, გამყიდველი მაღაზიაში, ოფიციანტი კაფეში, ინტერნეტის პროვაიდერი, და ა.შ.). უკანასკნელ შემთხვევაში გადამხდელს მოსდის sms შეტყობინება გადახდის მოთხოვნით, რომელიც შეუძლია დაადასტუროს, უარყოს, ან შეინახოს მოგვიანებით სანახავად:
- მომენტალური დადასტურება ან უარყოფა მარტივია: კრებთ OK-ს ან NO-ს, მძიმეს და თქვენ PIN-კოდს.
- თუ შენახულ მოთხოვნაზე გსურთ რეაგირება, დადასტურების (OK) ან უარყოფის (NO) ბრძანებაში დამატებით უნდა მიუთითოთ მოთხოვნის ნომრის ბოლო 4 ციფრი -- ყოველ მოთხოვნას ბოლოში უწერია "TRN: xxxxxx". სწორედ ამ უკანასკნელი რიცხვის ბოლო 4 ციფრი გექნებათ მისათითებელი.
დადასტურება:
OK
,
PIN-კოდი
OK
,
მოთხოვნის ნომრის ბოლო 4 ციფრი*
,
PIN-კოდი
უარყოფა:
NO
,
PIN-კოდი
NO
,
მოთხოვნის ნომრის ბოლო 4 ციფრი*
,
PIN-კოდი
* მოთხოვნის ბოლო 4 ციფრს უთითებთ მხოლოდ მაშინ თუ შენახულ მოთხოვნას პასუხობთ
მაგალითები:
- ok,1234
- ok,xxxx,1234
- no,1234
- no,xxxx,1234