უკან სრული რეგისტრაცია
სრული რეგისტრაცია გაძლევთ კერკეტის ყველა სერვისით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობას. კერძოდ, არასრულად რეგისტრირებული მომხმარებლისგან განსხვავებით შეძლებთ:
- გაანაღდოთ თანხა კერკეტის ანგარიშიდან;
- ისარგებლოთ ტრანზაქციების უფრო მაღალი ლიმიტით – 1000 ლარი დღეში, 10 ათასი ლარი თვეში (პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში ლიმიტია – 200 ლარი დღეში, 1500 ლარი თვეში).
სრული რეგისტრაცია ორგვარად არის შესაძლებელი:
- ინტერნეტით, Skype-ვიდეო-ზარის მეშვეობით:
- დარწმუნდით რომ ხართ კარგად განათებულ ადგილას და თქვენი კომპიუტერის ვიდეოკამერა და მიკროფონი გამართულად მუშაობს
- ხელთ იქონიეთ პირადობის მოწმობა, რომლის ჩვენებასაც კერკეტის ოპერატორი გთხოვთ ვიდეოკამერის მეშვეობით
- ხელთ იქონიეთ ჩართული მობილური ტელეფონი იმ ნომრით (სიმ-ბარათით) რომლის დარეგისტრირებასაც აპირებთ კერკეტში
- ჩაერთეთ Skype პროგრამაში
- ამ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ Skype პროგრამის ნიშანს. ჩაირთვება Skype-სატელეფონო ზარი, რომელზეც ჩვენი ოპერატორი გიპასუხებთ (ან გთხოვთ მოგვიანებით გადმორეკოთ)
- რეგისტრაციას სულ 5-7 წუთი დასჭირდება.
- კერკეტის ავტორიზებულ აგენტთან:
- საძიებელში ან რუკაზე იპოვეთ თქვენთან უახლოესი აგენტი, რომელთანაც რეგისტრაციის სერვისია შესაძლებელი;
- თან აუცილებლად იქონიეთ თქვენი პირადობის მოწმობა
- ხელთ იქონიეთ ჩართული მობილური ტელეფონი იმ ნომრით (სიმ-ბარათით) რომლის დარეგისტრირებასაც აპირებთ კერკეტში
- რეგისტრაციას სულ 5-7 წუთი დასჭირდება