sms
კერკეტი > ინსტრუქციები > JAVA აპლიკაცია
უკან

JAVA აპლიკაცია

Java (ჯავა) არის პროგრამული ენა რომელზეც დაწერილია მობილური ტელეფონების უმეტესობის მენიუები და პროგრამები.  საქართველოში, ტელეფონების 70%-ს აქვს Java-მხარდაჭერა. თუ არ გაქვთ სმარტფონი, დიდი ალბათობით თქვენს ტელეფონზე შესაძლებელია კერკეტის Java-აპლიკაციის დაყენება, რის შედეგად კერკეტის გამოყენება მნიშვნელოვნად უფრო კომფორტული და კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება.

კერკეტის Java-აპლიკაციის თქვენს ტელეფონში უფასოდ ჩასაწერად:

  • ტელეფონის ინტერნეტ-ბრაუზერიდან შედით ვებ-გვერდზე wap.kerketi.ge
  • აირჩიეთ ენა (ქართული, ინგლისური, ან რუსული)
  • ფაილის ბმულზე უბრალო დაწკაპუნებით, ჩამოტვირტეთ აპლიკაცია, რომელიც ავტომატურად ჩაიწერება და გააქტიურდება თქვენს ტელეფონზე

თუ არ გაქვთ გააქტიურებული მობილური ინტერნეტი, შეგიძლიათ:

  • მისი გაააქტიურება (შესაბამისი ინსტრუქცია არის თქვენი მობილური კომპანიის ვებ-გვერდზე); ან
  • სთხოვოთ მეგობარს (რომელსაც აქვს აქტიური ინტერნეტი და იცის როგორ ხდება მისი აქტივაცია ტელეფონზე) მისი სიმ-ბარათი დროებით თქვენს მობილურში მოათავსოს და გადმოგიწეროთ Java-აპლიკაცია; ან
  • სთხოვოთ დახმარება კერკეტისოპერატორს:
    • ცხელ ხაზზე - (032)22 91122
    • Facebook-ზე – ჩვენი გვერდია www.facebook.com/kerketi
 

კომენტარები